თელავში 18 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კახეთში, თელავში 18 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბიჭი ელექტროსადენის შეკეთებას ცდილობდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები