მარნეულში, ქორწილში მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.