ხობში, მდინარე ცივში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის აფხაზეთიდან დევნილია.

კაცს ახლობლები და მეზობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი, ამჟამად, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები