გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში დღეს ღია ცეცხლი ნამდვილად გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია

”ბორჯომი-წაღვერის მიმართულებით მეშვიდე კილომეტრზე ნამდვილად გაჩნდა ხანძარი. თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზება გვაქვს”, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კახეთში, საგანგებო შტაბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ცეცხლი ნახანძრალ ტერიტორიაზე იყო, თუმცა სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ​ ”ბორჯომი-წაღვერის მიმართულებით მეშვიდე კილომეტრზე ნამდვილად გაჩნდა ხანძარი. ეს არის ნახანძრალი ტერიტორია და დღეს იქ ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ლოკალიზება გვაქვს. სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები