ირაკლი კობახიძემ საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იანის ზლამეცთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც.
ირაკლი კობახიძემ ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები