კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველო ერთობისა და განვითარებისთვის” სახელით იბრძოლებს. ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, კახაბერ ცისკარიძე მერობის კანდიდატად ოფიციალურად ორი დღის წინ დარეგისტრირდა.
მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ განცხადება 28 აგვისტოს გააკეთა, თუმცა ეს დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები