„ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ხანძრით, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას დახმარება“

„ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ხანძრით. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას დახმარება“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ბორჯომის ხეობაში სტიქიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც იან კელიმ განაცხადა, აშშ ელოდება საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება.
„ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ხანძრით. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას დახმარება. ზუსტად გუშინ ვესაუბრე ამერიკის კრიზისების მართვის დეპარტამენტს, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნებზე. ზოგადად ვკითხეთ საქართველოს მთავრობას, თუ რა კუთხით სჭირდება დახმარება. ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდგომ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, დავეხმარებით“, – აღნიშნა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები