სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო.

სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს, კერძოდ, საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გუშინ, სამების ტაძარში ჩატარებულ, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები