კრასნოდარის მხარეში, სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა

კრასნოდარის მხარეში, გულკევიჩის ქალაქში, მეცხრე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა.

რეგიონული პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მოზარდმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, გაქცევა სცადა, თუმცა დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, სკოლის ორიმოსწავლე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ახლა უნდა დავადგინოთ, თუ როგორ შეძლო საშუალო სკოლის მოსწავლემ იარაღის შემოტანა. ჩვენ ჩავატარებთ გამოძიებას სკოლის ადმინისტრაციისა და დაცვის კომპანიის მიმართ და მუნიციპალიტეტში უკვე გაიგზავნა რეგიონული განათლების სამინისტროს კომისია“, – განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა.

გავრცელებული ცნობით, მსროლელი 16 წლისაა. მან პნევმატური შაშხანით ორი 15 წლის მოსწავლე საფეთქელსა და მუცელში დაჭრა. ექიმების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები