ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავისი ოპერაციული ზონა ათჯერ გააფართოვა,- ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ, მოჰამად აკბარზადემ განაცხადა.
“ამჟამად, ახალი გეგმის თანახმად, ჰორმუზის სრუტის საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰორმუზის სრუტე „უფრო დიდი“ გახდა და უზარმაზარ ოპერატიულ ზონად გადაიქცა“, – ციტირებს მის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი.
მისივე თქმით, ირანი ადრე ჰორმუზის სრუტეს 30 მილამდე სიგრძის მონაკვეთად მიიჩნევდა – ჰორმუზის კუნძულიდან ჰენგამის კუნძულამდე. ახლა კი, ის 200-300 მილის სიგრძის მონაკვეთად ითვლება.