ანდრია ჯაღმაიძე: ყველა ეპისკოპოსი ულოცავს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს – ყველა საპატრიარქო კანდიდატი და მათი მომხრეებიც არიან ერთსულოვნები და სიხარულით აღსავსენი
“ყველა ეპისკოპოსი ულოცავს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს. ყველა საპატრიარქო კანდიდატი და მათი მომხრეებიც არიან ერთსულოვნები და სიხარულით აღსავსენი,”- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სინოდის მონდომება, რომ ეკლესია ერთიანობას ინარჩუნებდეს ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, სამაგალითოა მთელი ერისათვის.
„საზოგადოებაში დაძაბულობაც იგრძნობოდა, როგორც აქამდე განვაცხადეთ, სინოდის ერთსულოვნება ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. სინოდის მონდომებამ, რომ ეკლესია ერთიანობას ინარჩუნებდეს ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, სამაგალითოა მთელი ერისათვის, არჩევნები იქნება ეს თუ აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება კამათი, მაგრამ ზღვარი აქვს ყველა კამათს და გამონათქვამს.
დღეს ყველა ეპისკოპოსი ულოცავს კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს. ყველა საპატრიარქო კანდიდატი და მათი მომხრეებიც არიან ერთსულოვნები და სიხარულით აღსავსენი. ერთი დეტალი მინდა გითხრათ, როცა ჩვენ დაორგანიზებაზე ვმუშაობდით, ერთად ვმუშაობდით ეს ჯგუფები, კათოლიკოს-პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატის ჯგუფები, რომ ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, რომელიც სანიმუშო იქნებოდა როგორც ეკლესიებისთვის, ასევე, ერის ხალხისთვის“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.