ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
“გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად .
„ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.