“პირველი ნაბიჯი სტუმრების მიღებაა, რომლებიც ვფიქრობ, 17 მაისისთვის მოახერხებენ ჩამოსვლას” -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ახალი პატრიარქი შიო მესამე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს 17 მაისისთვის მიიღებს.
„პირველი ნაბიჯი სტუმრების მიღებაა, რომლებიც ვფიქრობ, 17 მაისისთვის მოახერხებენ ჩამოსვლას. ყველა ეკლესიას გავუგზავნით მოწვევას, შემდეგ გვეცოდინება ვინ, როგორ გამოგვეხმაურება“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.