შიო III: გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის!

“გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის”,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატრიარქის სტატუსით წარმოთქმული პირველი ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლოცვა მისცემს ძალას, ქართველ ერს ერთგულებით ემსახუროს.

„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს, ვიყოთ ერთსამწყსო და ერთმწყემს“, – აღნიშნა შიო მესამემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები