Lufthansa ზარალშია – კომპანიამ 612 მილიონი ევროს ოპერაციული დანაკარგის შესახებ გამოაცხადა

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ 2026 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების ზრდის მიუხედავად ზარალის შესახებ განაცხადა.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად , ავიაკომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 8.8 მილიარდ ევროს მიაღწია.

ამავდროულად, კომპანიის ზარალი შემცირდა: თუ ერთი წლის წინ ის 722 მილიონ ევროს შეადგენდა, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ის 612 მილიონ ევრომდე შემცირდა.

Lufthansa-მ ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, საწვავის დამატებით ხარჯებს დაახლოებით 1.7 მილიარდი ევროს ოდენობით ელის.

კომპანიაში განმარტავენ, რომ შედეგებზე გავლენა მოახდინა საწვავის მაღალმა ფასებმა, საოპერაციო ხარჯების ზრდამ და სეზონურმა ფაქტორებმა. ამასთან, Lufthansa-მ 2026 წლის ფინანსური პროგნოზი უცვლელად დატოვა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე მგზავრთა მოთხოვნის ზრდას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები