აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევას

აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო მესამის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება.

როგორც საელჩოს მისალოც წერილშია აღნიშნული, ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პატრიარქის არჩევა პირველად მოხდა.

„შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევას. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ეს პატრიარქის პირველი არჩევაა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან – თანამშრომლობის იმედს გამოვთქვამთ ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების მისაღწევად“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები