ზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ

“სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ისინი აპირებდნენ რეგიონებში გასვლას, მოსახლეობასთან შეხვედრებს და ა.შ. მაგრამ ვნახეთ, რომ სულ სამად-სამი შეხვედრა მოაწყვეს, ისიც ძლივძლივობით შეკრიბეს თავისი მომხრეები და ახლა თითქოს გააგრძელეს თბილისში. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს თბილისში შეხვედრებიც ძალიან მალე დასრულდება. ერთადერთ მიზანს ემსახურება მათი ე.წ. „კარდაკარ“, იმას, რომ 26-სთვის როგორმე გარკვეული რაოდენობა შეკრიბონ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს რაც შეეხება, სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ”, – აღნიშნა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუქ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები