თენგიზ შარმანაშვილი: შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს პატრიარქს ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ
“ისტორიული მომენტის მომსწრენი ვართ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
თენგიზ შარმანაშვილმა პატრიარქ შიო მესამეს ინტრონიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“შევთხოვოთ უფალს, რომ მისცეს მას ძალა, რათა ამ ურთულეს საქმეში იყოს მხნედ და წაუძღვეს ჩვენს მართლმმადიდებელ ეკლესიას სამომავლო გამოწვევებისა და სიკეთისკენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.