მედია – ირანმა ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებას უპასუხა
ირანმა აშშ-ის მიერ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთავაზებულ უახლეს წინადადებაზე პასუხი გაგზავნა, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედია წერს, რომ ისლამური რესპუბლიკის პასუხი აშშ-ის შეთავაზებაზე პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით წარადგინეს.
ირანის პასუხის დეტალები არ გახმაურებულა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ „შეთავაზებული ჩარჩოს თანახმად, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რეგიონში ომის დასრულების საკითხზე იქნება ფოკუსირებული“.