შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე – არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით”
“მნიშვნელოვანია, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე – არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების შესაძლო შეწყალების შესახებ განაცხადა.
„შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ – შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერისა და ეკლესიის კანონი, ამიტომ არაერთხელ ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით“? არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა? არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა? ამიტომ შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.