შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია
“სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და სწორ ადგილას იყო – იმ ადგილას, სადაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იყო მიღებული. ასე რომ, აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ – ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას, სანამ ქვეყანა პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დააკმაყოფილებს.