გიორგი მარგველაშვილი: რთულ მომენტში დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს

“მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს როგორც საორგანიზაციო საკითხში, ისე ცეცხლის პირისპირ ხანძრის ლოკალიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც ორგანიზებულად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება ატენის ხეობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბორჯომის ხეობაში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ რთულ მომენტში გამოჩნდა, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს. მარგველაშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში კვლავ გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ცეცხლის ჩასაქრობად.
“სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ მრავალ ადგილას ჩნდებოდა კერები და ტექნიკის კოორდინაცია, გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ყველაფერი მოხერხდა. ამ რთულ მომენტში ერთიც არის ჩვენთვის იმედის მომცემი, ჩვენ დავინახეთ რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები. პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, რაც ამ მომენტში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მათ.
ამ ეტაპზე კვლავ ხდება ლოკალიზება იმ ახალი კერების, რომელთა ჩაქრობაც მნიშვნელოვანია. ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე გრძელდება ინტენსიური სამუშაოები”,-განაცხადა მარგველაშვილმა.
ხოლო რაც შეეხება დივერსიას, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჯერ პრობლემა უნდა გადაიჭრას და შემდგომ დაისვას კითხვები.
“როდესაც არის პრობლემა, ყველა ვერთიანდებით პრობლემის გადასაწყვეტად, როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, მერე ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხის გაცემას. ეს არის წესი, რომელსაც უნდა მივდიოთ ერთად”,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები