მსოფლიოში ყველაზე დიდი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26 ბორჯომშია

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაშია.
ვერტმფრენი ამ წუთებში წყლის ავზს ავსებს, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დაიწყებს.
ბელორუსიის მხარემ დახმარების სურვილი გუშინ გამოთქვა და, ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით, ვერტმფრენი 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა საქართველოში.
ამასთან, დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს დაეხმარებიან.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები