საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა.
გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.
ბორჯომში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც.
„პრეზიდენტი სრულად იყო ჩართული პროცესებში, ის საგანგებო შტაბის მეშვეობით დეტალურად იღებდა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. გამოიცა განკარგულება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალები გამოყენებულია მხოლოდ ატენის ხეობაში. ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით საჭიროება არ დგას შეიარაღებული ძალების გამოყენების, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები