იმერეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

იმერეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რაჭასა და სამეგრელოს მსგავსად, სამაშველო ბრიგადები იქაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღდგენილია შოვისა და უწერის დამაკავშირებელი გზა. შეუფერხებლად მიმდინარეობს მოძრაობა სხვა პრობლემურ მონაკვეთებზეც.
შეგახსენებთ, რომ გადაუღებელი წვიმის გამო, ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია ონის რაიონის რამდენიმე სოფელს. შესაბამისი სამუშაოები უტარდება წყალსადენ მილსაც, რომელიც სტიქიამ დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები