ვეტერანთა ოჯახის წევრ მცირეწლოვანთათვის სპორტულ-ინტელექტუალური ტურნირი – „მხიარული არდადეგები” გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და შრომის ვეტერანთა ოჯახის წევრ მცირეწლოვანთათვის სპორტული ტურნირი – „მხიარული არდადეგები” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა მიიღეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვები სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში გუნდური პრინციპით ასპარეზობდნენ. გარდა სპორტულისა, მოზარდებმა მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშებშიც მიიღეს. პატარებისთვის ნაყინისა და ტკბილეულის ფესტივალიც გაიმართა. მხიარულ სტარტებში, ვიქტორინებსა თუ სხვა თამაშებში გამარჯვებულებმა სპეციალური პრიზები დაიმსახურეს.
“მხიარული არდადეგები” პატარებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ვეტერანთა არასამთავრობო კოალიციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრებებში 200-მდე მოზარდმა და მცირეწლოვანმა მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო უწყება, სპეციალურად ვეტერანთა ოჯახის წევრ მცირეწლოვანთათვის, ინტელექტუალურ-სახალისო და სპორტული ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები