გოდერძის უღელტეხილზე „ზეკარის ადგილობრივი ბოტანიკური ბაღი“ გაშენდება

აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე, ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება.
როგორც „კვირას“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოში ანალოგიური ბაღი პირველი იქნება და მასში ალპური ზონისთვის დამახასიათებელი როგორც ადგილობრივი, ასევე, დედამიწის სხვადასხვა წერტილში გავრცელებული იშვიათი ჯიშის მცენარეები მოიყრის თავს.
„ზეკარის ადგილობრივი ბოტანიკური ბაღი“ – ასე დაერქვა ახალ ბაღს და იგი უკვე აისახა აჭარის სივრცითი მოწყობის სქემაში. გამოიყო 10 ჰექტარი ტერიტორია. დასასრულს უახლოვდება შემოღობვის სამუშაოები. მიმდინარეობს თანამშრომლების აყვანაც.
ალპური ბოტანიკური ბაღი ერთ წელიწადში გაიხსნება და იქ თავმოყრილი კოლექცია განკუთვნილი იქნება არა მარტო ტურისტული, არამედ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის. მისი დანიშნულება იქნება ასევე, იშვიათი, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ჯიშების შენარჩუნება და კონსერვაცია. ალპურ ბაღს ბათუმის ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსისა“ და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მოაწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები