მეთორმეტეკლასელი მოსწავლეები, რომლებიც შატილიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს, რუსთავში ბრუნდებიან

ამ წუთებში, რუსთავის საჯარო სკოლის 15 მოსწავლე, რომლებიც შატილიდან მაშველებმა ვერტმფრენით უსაფრთხოდ გამოიყვანეს, რუსთავისკენ მიემართებიან.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა, გიორგი შეყილაძემ განუცხადა, მოსწავლეები, 2 პედაგოგი და 2 მშობელი რუსთავიდან შატილში ექსკურსიაზე 5 ივლისს გაემგზავრნენ. მისივე თქმით, უამინდობის გამო, ისინი სამი დღის განმავლობაში, კერძო სასტუმროში იმყოფებოდნენ.
„ ძლიერი წვიმის გამო, ისინი სამი დღის განმავლობაში კერძო სასტუმროში იმყოფებოდნენ, როგორც ჩემთვის უკვე ცნობილია, ყველანი კარგად არიან. ისინი ვერტმფრენით უვნებლად გამოიყვანეს. ამ წუთებში უკვე გზაში არიან და რუსთავისკენ მოემართებიან. ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა“, – განაცხადა გიორგი შეყილაძემ.
სკოლის დირექტორის თქმით, რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეების, 2 მშობელისა და 2 პედაგოგის კერძო სასტუმროში 3 დღის მომსახურების ხარჯი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო გუბერნიის ადმინისტრაციამ დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები