საკრებულოში ღვაწლმოსილ ექიმებს საპატიო სიგელები გადაეცათ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივითა და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მხარდაჭერით, ღვაწლმოსილი ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა 71 ღვაწლმოსილ ექიმს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ, ღვაწლმოსილ ექიმებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მათ დამსახურებებზე ვრცლად ისაუბრეს. ღონისძიებას, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია საკრებულოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები