ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტს ვერტმფრენით გამოიყვანენ
ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტს ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანენ. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ტურისტების ადგილსამყოფელი ცნობილია, სადაც ვერტმფრენები უკვე გაემართნენ.
„ჩვენი სამაშველო ჯგუფები გასულები არიან. ვეკონტაქტებით, ვიცით, რომ თავს კარგად გრძნობენ და დღეს სავარაუდოდ, მოხერხდება მათი გამოყვანა“, – აცხადებენ სააგენტოში.
დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ჩასული ტურისტები, უამინდობის გამო, გზებზე შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ.