დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს – ამინდის პროგნოზი

დღეიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა დღეებთან შედარებით, გამოიდარებს. იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, 8 ივლისს, მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებთ, უფრო მაღალი იქნება. დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება. შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება.
9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
10 ივლისს, დღისით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები