რაჭაში, სტიქიის შემდეგ, მდინარეებში წყლის დონემ დაიკლო

რაჭაში, მდინარეებში – რიონში, ჩვეშურსა და ღარულაში, სტიქიის შემდეგ, წყლის დონემ დაიკლო. როგორც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქურა ჯაფარიძემ განაცხადა, სოფლებს – ღებსა და გლოლას ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება, რისი მიზეზიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გახდა.
„კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია სოფლებს – ღებსა და გლოლას, რისი მიზეზიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გახდა. კიდევ ერთი პრობლემა შექმნა რიონის ადიდებამ – მდინარის წყალმა წყალსადენის ჟიჟორეთის მილი დააზიანა. მილის აღდგენის სამუშაოები დილიდან დაიწყო” , – განაცხადა “საზოგადოებრივთან” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქურა ჯაფარიძემ.
შს სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. უამინდობამ პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები