შსს: საქართველოს მასშტაბით, დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, 17 შეტყობინება დაფიქსირდა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
შსს-ს სამაშველო ჯგუფებმა უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ისინი  წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები