,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების მიზნით, მასშტაბური სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულა.

პირველ ეტაპზე, პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეიცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5კმ სიგრძის ქსელი და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰიდროტესტირება ჩაუტარდა. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.
წყალსადნის 0.5 კმ სიგრძის მონაკვეთი ჰიდროტესტირების შემდეგ მზად არის ექსპლუატაციაში გასაშვებად და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დღეს განხორციელდება. ასევე, აღნიშნულ ქსელზე 9 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:
ნაძალადევის რაიონში – კაჭრეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალარინების ქსელის 590 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება;
გლდანის რაიონში – ავჭალა 1-ის სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 7,5 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება;
საბურთალოს რაიონში – ასათიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 350 მეტრი და წყალარინების ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით იცვლება;
ნაძალადევის რაიონში – გვაზაურის ქუჩის პირველ გასასვლელთან, წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება;
ამავე რაიონში – ზედაუბნის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის 510 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება;
მთაწმინდის რაიონში – სოფელ ტაბახმელაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 1760 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვალა;
ნაძალადევის რაიონში – ზვარეთის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება;
კრწანისის რაიონში – გორგასლის მე-2 და მე-3 შესახვევებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება;
ნაძალადევის რაიონში – გვაზაურის ხევის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 950 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა;
სამგორის რაიონში – ვარკეთილი 3-ის, I მიკრორაიონის, მე-6 კორპუსის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 120 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები