“თიბისი ბანკი” საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, “Euromoney”-მ “თიბისი ბანკი” 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
პრესტიჟული ჯილდო “თიბისი ბანკმა” უკვე მეექვსედ მიიღო, როგორც საუკეთესო ბანკმა, მომხმარებელთა კმაყოფილების, მულტიჩენელის განვითარებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგების მიხედვით.
„მოხარული ვართ, რომ საუკეთესო ბანკის წოდება ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ მოგვანიჭა. ეს ჯილდო მთელი გუნდის შრომის აღიარებაა. ამ შრომის შედეგად, მუდმივად უმჯობესდება ბანკის ფინანსური შედეგები და მომხმარებლებს საუკეთესო ფინანსურ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ”, – განაცხადა “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“თიბისი ბანკი” საქართველოში საუკეთესო ბანკად “Euromoney”-ს მიერ 2011 წლიდან სახელდება.
“Euromoeney Magazine”-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას რეგიონსა და ქვეყანაში, ასევე, საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები