მაშველები დუშეთსა და კასპში დაკარგულ 9 ტურისტს ეძებენ
დუშეთის რაიონში 5 ტურისტს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტები, სავარაუდოდ, ხევსურეთში, გუროს კოშკის მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებიან.
”გუშინ ღამით, დაახლოებით 10:00 საათისთვის, შემოვიდა SOS შეტყობინება, რის შედეგადაც დადგინდა კოორდინატები და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები”, – აცხადებენ სააგენტოში.
მათი ცნობით, ტურისტების ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები ხევსურეთის გარდა, კიდევ 4 ადამიანს კასპში ეძებენ. სავარაუდოდ, დაკარგულები ტურისტები არიან.