პატრიარქი: განსაკუთებული დღეა, შევთხოვოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა, სიხარული, მთლიანობა აჩუქოს საქართველოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში პარაკლისი გადაიხადა და მრევლს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა.
უწმინდესის თქმით, იგი წმინდა იოანე ნათლისმცემელს შესთხოვს, რომ მშვიდობა, სიხარული და მთლიანობა აჩუქოს საქართველოს.
”დღეს არის განსაკუთრებული დღე. ვდღესასწაულობთ შობას წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომელიც არის რჩეული ადამიანთა შორის და დღეს შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა, სიხარული, მთლიანობა აჩუქოს საქართველოს. წმინდა იოანე ნათლისმცემელი განსაკუთრებული წმინდანია და დამხმარეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. გაჭირვებული ადამიანი მრავალია დედამიწაზე და შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა პარაკლისის დასრულების შემდეგ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის მოძღვრები დალოცა და დააჯილდოვა. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა მონასტრის მოძღვრებს, კერძოდ, მონასტრის წინამძღვარს, დეკანოზ რევაზს დიდი შრომისათვის. პატრიარქმა დეკანოზი მიქაელ (ანდრიაძე) მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, დეკანოზი გურამ ბერძული კი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები