დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

ძლიერმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
როგორც „კვირას“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ბექა ღარიბაშვილმა განუცხადა, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამდენიმე თემში მისასვლელი გზა ამ დრომდე ჩაკეტილია.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჭართლის თემში, ასევე, გუდამაყარსა და შატილში.
„უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია ჭართლის თემში, გუდამაყრის თემში და შატილში მისასვლელი გზა. ამ ეტაპზე, ყველა მიმართულებით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად გაიხსნას გზები. ვითარებას  ადგილზე ეცნობა გამგებელი.
“ადგილზე გაგზავნილი გვყავს ჩვენის სპეციალისტები, რათა დაზიანების სირთულე შევაფასოთ. ასევე. ბარისახოს თემის სოფელ ბისოში მეწყერული მოვლენებია გააქტიურებული. ადგილზე გეოლოგების ჯგუფი უკვე გაემგზავრა“, – განაცხადა ბექა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები