ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნულ მონაკვეთზე,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადაში აღსადგენად, ინტენსიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები