„ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ“ – აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი

„ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ“, – აცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე. პატიმრის მიმართვას facebook-ზე სპორტსმენის მეგობარი აქვეყნებს.
როგორც ქართველი სპორტსმენი საკუთარ მიმართვაში აცხადებს, იგი ბედნიერი და კმაყოფილია იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებმა მის მიმართ სიყვარულით გამოხატეს.
”მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი – ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე, უკვე ბოქსზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით”, – ნათქვამია ავთანდილ ხურციძის მიმართვაში.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები