8 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს – ამინდის პროგნოზი
7 ივლისს საქართველოში ნარჩუნდება გრილი და წვიმიანი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 8 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება. შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება. 9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
10 ივლისს, დღისით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.