ზემო რაჭაში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ქალაქ ონსა და ზემო რაჭის რამდენიმე სოფელს საფრთხე შეუქმნა.
რიონი კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქ ონში ნაპირსამაგრები დააზიანა.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მდინარემ საგლოლო-ღების საავტომობილო გზის მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც სოფელი ღები მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყდა. ამჟამად სოფელში მისასვლელი გზა აღდგენილია. ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად, კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ “ნაპერწკალას” მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
საგლოლო-ღების, ასევე ქუთაისი – ალპანა – შოვი – მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე მეწყრული კერებია წარმოქმნილი. მდინარე რიონმა ასევე დააზიანა სოფელ გომთან მისასვლელი ხიდის ბურჯი. ადგილზე არსებულ მდგომარეობას სპეციალური სამუშაო ჯგუფი სწავლობს და ამჟამად სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები