მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი არასოდეს დამდგარა ასე მკაცრად, როგორც დღეს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.
მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკითხი არასოდეს ყოფილა ასე აქტუალური საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც დღეს.
“არასდროს საქართველოს საკითხი არ ყოფილა ასე აქტუალური საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც დღეს არის და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ასე მკაცრად, ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა და ხედვა, რომელსაც ვახორციელებთ”,- განაცხადა ჯანელიძემ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პირობებში ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების და უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება, ამასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელი პასუხობს, რომ აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს აქვს მტკიცე პოლიტიკა.
“ეს პოლიტიკა უკავშირდება ჩვენი ტერიტორიის გამთლიანებას, დეოკუპაციას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ ბევრად უფრო წარმატებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზზე და როდესაც თვითონ ახორციელებდნენ ამ პოლიტიკას, ხელი შეუწყვეს ამ პროცესის წარუმატებლობას”,- აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები