კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრის რანგში, საზოგადოებას დაემშვიდობა

“მე გუნდის ლიდერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმადგინა თბილისის მერობის კანდიდატად. მინდა გითხრათ, რომ არჩევის შემთხვვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული“, – ამის შესახებ დღეს კახა კალაძემ მისი 5-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას და ანგარიშის – ენერგეტიკული (რ)ევოლუციის პრეზენტაციის გამართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ერთობით, შესაძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებს.
“მე გუნდის ლიდერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმადგინა თბილისის მერობის კანდიდატად. მინდა გითხრათ, რომ არჩევის შემთხვვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული. მე მჯერა გუნდის თანადგომის, მე მჯერა თბილისელების თანადგომის, რადგან ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიც არ ვარგაო და ამ ერთობით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები