ლევან გოგიჩაიშვილი აზარტულ თამაშებზე: სოციალური კატასტროფის ასაცილებლად, სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ონლაინ სივრცე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, სისტემური ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების კონცეფციის განხილვისას, განაცხადა, რომ აზარტული ონლაინ თამაშები უნდა გადმოვიდეს მიწაზე, სადაც სახელმწიფო მათ გაკონტროლებას შეძლებს. ლევან გოგიჩაიშვილი თვლის, რომ სოციალური კატასტროფის ასაცილებლად, სახელმწიფომ ონლაინ სივრცე უნდა შეზღუდოს.
„ჩვენ გვაქვს აზარტული თამაშების მზარდი ბიზნესი. 2012 წელთან შედარებით, ათჯერ არის ბრუნვა გაზრდილი. უფრო მეტია ბრუნვა, ვიდრე ეს არის მაგალითად, ენერგეტიკაში. ჩვენი ხედვა არის ის, რომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც შეისწავლის და დაგეგმავს ამ სფეროს პოლიტიკას. მეორე მიმართულებაა ონლაინ აზარტული თამაშები, რამაც უდიდესი პრობლემა შეუქმნა ოჯახებს. ამ მიმართულებით, კარგი გამოსავალი არის ის, რომ თამაშები გადმოვიდეს მიწაზე და მიწაზე განხორციელდეს შეზღუდვა. ასევე, უნდა გაკონტროლდეს არასრულწლოვნების ვერშეღწევა დაწესებულებებში და ასევე, უნდა ვიზრუნოთ ასაკის გაზრდაზე. ამ ყველაფრით, გავაკონტროლებთ ფულის შესაძლო გათეთრებას, შავი ფულის ტრიალს და ა.შ. ამ ყველაფრის ელექტრონული კონტროლი არის წარმოუდგენელი. ერთადერთი გამოსავალი, რომ საზოგადოება დავიცვათ და ავიცილოთ თავიდან სოციალური კატასტროფა, არის ის, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს ონლაინ სივრცე და ეს ყველაფერი მიმართული იყოს მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთვის კონტროლი იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები