თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს, ოჯახის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფო გააკონტროლებს

“როდესაც ადამიანი დამოკიდებულია თამაშზე, მას და მის ოჯახის წევრს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, ეს ადამიანი შეიყვანონ იმ სიაში, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურა გააკონტროლებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ონლაინ თამაშების აკრძალვა არ არის გამოსავალი და ამით პრობლემა მოგვარდეს. “აკრძალვის შემთხვევაში, სოციალური ნაწილი იგივე რჩება, რადგან ვინც საქართველოში თამაშობს, ითამაშებს საზღვრებს მიღმა. საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს უფრო ეფექტური კონტროლი, მათ შორის, ასაკი მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული. ასევე, როდესაც ადამიანი დამოკიდებულია თამაშზე, მას და მის ოჯახის წევრს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, ეს ადამიანი შეიყვანონ იმ სიაში, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურა გააკონტროლებს”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები