თურქეთში მოკლულის ახლობელი: თავში აქვს დანა ჩარტყმული, მკვლელობის მოტივი კი 900 ლირაა

თურქეთში მოკლული გივი მაჩაიძის ახლობელი მკვლელობის მოტივად ანაზღაურებას ასახელებს, რომელიც გარდაცვლილს უფროსმა არ მისცა.

„თავში აქვს დანა ჩარტყმული. იძახიან მკვლელი ქართველიაო და ვინაობას გვიმალავენ. მოკვლის მოტივი 900 ლირაა, რომელიც ასაღები ჰქონდა და უფროსთან რომ მივიდა, არ მისცეს, ამის გულისთვის გაწირეს“, – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

როგორც გარდაცვლილის ძმა, მიხეილ მაჩაიძე ამბობს, ქართულმა მხარემ 9 დღის განმავლობაში არ შეატყობინა ოჯახს, რომ გივი მაჩაიძე გარდაცვლილი იყო.

„28 ივნისს ნაპოვნია მიცვალებული. 29 ივნისს შევიდა განაცხადი და ჩვენ 3-ში გვატყობინებენ, რომ  თურქეთის პროზექტურაში გადმოსვენებულია გარდაცვლილი გივი მაჩაიძე, რაც 9 დღის განმავლობაში ქართულმა მხარემ არ შეგვატყობინა“, – ამბობს გარდაცვლილის ძმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები