საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 120 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტს მოაწერა ხელი და 170 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, შეწყალება ცხრა მსჯავრდებულ ქალბატონს შეეხო. შეწყალების კომისია 2017 წლის 20 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით მუშაობდა და სულ 1075 პირის საქმე განიხილა, პრეზიდენტს რეკომენდაციები მიაწოდა და ამის შემდგომ, პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა. 120 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს“, – განაცხადა ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები