“მწვანეთა პარტია” კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით, პოზიციის შეცვლას არ აპირებს

“საქართველოს მწვანეთა პარტია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს მწვანეთა პარტია” თავისი პოზიციის შეცვლას, უკვე ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით, არ აპირებს! ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ ქვეყნის სუფთა საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით და ვართ ასეთი პოლიტიკური სპექტრისა და მედიის პირობებში, 2020 წლის არჩევნებისთვის ამ სისტემაზე გადასვლის! რადგან ასეთმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას და საბოლოოდ, წერტილი დაუსვას იმ გარანდიოზულ გეოპოლიტიკურ პროექტებს, რომელთა განხორცილებაც უკვე დაწყებულია და რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სწრაფი ეკონომიკურ-სოციალური განვითარების გარანტიაა! ჩვენ დავუჭირეთ მხარი ამ ახალ ცვლილებებს (ბლოკების გაუქმებას, მაჟორიტარული სისტემის დროებით შენარჩუნებას და საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას), რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მრავალფეროვანი, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას (მათ შორის „მწვანეთა პარტიის“) 2024 წლისთვის, რაც ასე აუცილებელია რეალური დემოკრატიისა და განსაკუთრებით, საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებისთვის! გამომდინარე აქედან, ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი საწყისი პოზიციისა და არანაირ ახალ ვარიანტებს მხარს არ დავუჭერთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები