ლილოს ნაგავსაყრელზე ხანძარი ლიკვიდირებულია
„ამ მომენტში, ნაგავსაყრელზე მხრჩოლავი კერების დამუშავება მოზიდული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით, 5 ტრაქტორით და 5 თვითმცლელით ხდება“, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დარჩენილია ცალკეული ე.წ მხრჩოლავი კერები, რომელიც ნაგავსაყრელს ახასიათებს.
„მიმდინარეობს ამ კერების დამუშავება და ჩაქრობა. შეტყობინება ხანძრის შესახებ 06:37 საათზე შემოვიდა. ადგილზე ორი ერთეული სახანძრო – სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ძლიერი ქარის გამო, იქმნებოდა საშიშროება, ხანძარი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. დამატებით იყო გამოძახებული ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც 10-15 წუთში მოახდინეს ბალახის ქვედა საფარის ხანძრის ლიკვიდაცია.
ამ მომენტში, ნაგავსაყრელზე მხჩოლავი კერების დამუშავება მოზიდული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით, 5 ტრაქტორით და 5 თვითმცლელით ხდება. ისინი ეხმარებიან მეხანძრე-მაშველებს საბოლოდ მხჩოლავი კერების დამუშავებაში“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.